Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2015 წლის 4 სექტემბრის N87/2015 დადგენილებით


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ის სტუდენტები, რომლებიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში წარმატებით ჩააბარებენ უცხოელი პროფესორის მიერ წაკითხულ უცხოენოვან საგანს, გათავისუფლდნენ მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებელი უცხო ენის გამოცდისაგან.

2. მაგისტრატურაში ჩასაბარებელი უცხო ენის მისაღები გამოცდის ქულის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება სტუდენტის მიერ უცხოენოვან საგანში მიღებული საბოლოო შეფასება.

21. უცხო ენის გამოცდიდან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს უცხო ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატს ან/და უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელ საბუთს. (04.09.2015, N87/2015)
22. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უცხო ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასაშვებობასა და მის ქულობრივ კონვერტაციას ახორციელებს თსუ ენების ცენტრი, ხოლო უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში მაგისტრანტობის კანდიდატის სწავლის დამადასტურებელი საბუთის დასაშვებობასა და მის ქულობრივ კონვერტაციას ახორციელებს იურიდიული ფაკულტეტი. (04.09.2015, N87/2015)

3. მაგისტრატურაში მისაღები უცხო ენის გამოცდისგან მაგისტრანტობის კანდიდატის გათავისუფლების საფუძვლის არსებობის მიუხედავად, მაგისტრანტობის კანდიდატი უფლებამოსილია, ჩააბაროს მაგისტრატურაში მისაღები უცხო ენის გამოცდა. (04.09.2015, N87/2015)


4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 31 მაისის N2973/22–05 განცხადება.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი